|
2019-03-04 14:43:19, 1185 ნახვა
საზოგადოება
ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღების მიზნით გამოცხადებული აქციით ამ დრომდე 93 620 მოქალაქემ ისარგებლა
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული აქციით 93 620 მოქალაქემ ისარგებლა. აქცია ეხებოდა საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამ დრომდე ფლობდნენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და მათ სახელზე არასდროს ყოფილა გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა. მათ ერთი თვის განმავლობაში, 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, შეეძლოთ ესარგებლათ აქციით, შეეცვალათ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიეღოთ პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელიც თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული დოკუმენტია! აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას, მოქალაქეები გათავისუფლდნენ როგორც პირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. 2012 წლის ბოლოს საქართველოში 3 087 163 მოქალაქე ფლობდა ქაღალდის პირადობის მოწმობას. აქციის დასრულების შემდეგ საქართველოში დარჩა 655 917 piri ვისაც აქვს ე.წ. ლამინირებული მოწმობა (აქციის დაწყებამდე იყო- 749 537). ყველაზე მეტს თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ფლობდნენ: დღეის მდგომარეობით დარჩენილია -154 974 (აქციამდე იყო - 175 914;); შემდეგ - იმერეთის, დღეის მდგომარეობით დარჩენილია - 108 893 (აქციამდე იყო -125 383); კახეთის –დღეის მდგომარეობით დარჩენილია -71 053 (აქციამდე იყო-80 007 ) და ქვემო ქართლის –დღეის მდგომარეობით დარჩენილია- 72 012 (აქციამდე იყო -79 947). აღნიშნული აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეეძლოთ, მიემართათ იუსტიციის სახლებისთვის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისთვისა და საზოგადოებრივი ცენტრებისთვიას. 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა", და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს. დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 850 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 360 000-მდე პირი – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)