22:25 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 14:05:00, 1303 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძე - თუ ამოცანა ის არის, რომ ანაკლიის პორტის პროექტში არ ვიყოთ, კაცურად გვითხარით და გავიგებთ

„თუ ამოცანა სხვა არის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ამ პროექტში, ეგეც კაცურად გვითხარით და გავიგებთ, მაგრამ ეს ფორმა არ არის სწორი არც ადამიანურად, არც სხვანაირად“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, საკმოიტეტო მოსმენაზე, ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, „თიბისის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესების გამო, 600-მილიონიანი პაკეტის დახურვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ვერ ხერხდება.

„ჩვენ ისეთი ხელშეკრულება დაგვიდეს სახელმწიფოს მხრიდან, იმ დროს გახსოვთ ვინ იყო პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, გვაბრალებდნენ, რომ თითქოს რაღაც საჩუქარი მივიღეთ. მე მესმის მათი პოზიცია, მათ სახელმწიფო ინტერესები დაიცვეს ისე მკაცრად, რომ არც ერთი ნორმალური ბიზნესმენი იმ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერდა. ჩვენ მოვაწერეთ ამას ხელი და სწორედ ის გაწელვა საკითხში, გადავადება არის გამოწვეული იმის გამო, რომ ჩვენი დამფინანსებელი ბანკები, 4 ბანკი, რომელიც 400 მილიონ დოლარზე მუშაობს, მათთვის მიუღებელია 8 პუნქტი იმ ხელშეკრულებაში. არის ესეთი სიტყვა „not bankable“. ამასთან დაკავშირებით მთავრობასთან შეხვედრა ჰქონდათ რამოდენიმე კვირის წინ.

სახელმწიფო ერთის მხრივ ამბობს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, მეორეს მხრივ მიდის ჩვენი იმიჯის დისკრედიტაცია იმ ბანკებთან, რომელიც ერთი მხრივ არიან ჩვენი პარტნიორები და მეორე მხრივ უნდა მოვაწეროთ ხელის 600-მილიონიანი პაკეტის დახურვას მაისი-ივნისში. მათ პირდაპირ თქვეს რომ ვერ გააფორმებენ ჩვენთან ხელშეკრულებას, რადგან არსებობს უამრავი თემა და სანამ არ დაიხურება ეს თემა და ნათელი არ მოეფინება ამ სიტუაციას. თუ ამოცანა სხვა არის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ამ პროექტში, ეგეც კაცურად გვითხარით და გავიგებთ მაგრამ ეს ფორმა არ არის სწორი არც ადამიანურად არც სხვანაირად. მგონი ყველა დარწმუნდით, რომ არანაირ კრიმინალთან და ფულის გათეთრებასთან საქმე არ გვაქვს. როცა პროკურატურა გამოდის და საბანკო ოპერაციებზე კომენტარს აკეთებს, ამბობს, რომ არანაირი დაზარალბეული არ არის, ბრალდებული არ არი და ეხლა უკვე ტონიც შეიცვალა და ეძებენ ვინ შეიძლება იყოს, ეს არის გაურკვეველი რაღაც“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკისგან ისეთი შინაარსის კითხვებს იღებს, რაც სებ-ის კომპეტენციაში არ შედის.

"ამავე დროს ეროვნული ბანკიდან წერილებს ვიღებთ და გვეკითხებიან ვინ არის ანაკლიის კორპორაციაში დამფუძნებელი? ვის რამდენი პროცენტი აქვს? რა ეროვნული ბანკის საქმეა ანაკლიის კერძო კოპმანიაში ვის რაც წილი აქვს, ვინ რა ფული ჩადო და ასე შემდეგ, 180 მილიონი ლარის გვაქ ინვესტირებული დღემდე", - განაცხადა ხაზარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics