21:03 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 12:35:29, 1878 ნახვა

რეგიონი
ზაალ მიქელაძემ ღვაწლმოსილი ექიმები დააჯილდოვა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის სამი ღვაწლმოსილი ექიმი - ნანა ჭანჭალეიშვილი, ნადეჟდა ზანანიანი და ლია ჯორბენაძე სიგელით დააჯილდოვა.

სამივე ექიმი მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მრავალი ათეული წელია საქმიანობს.  

ნანა ჭანჭალეიშვილი პროფესიით პედიატრია, მინიჭებული აქვს პირველი კატეგორიის ექიმის წოდება. მას სამედიიცნო საქმიანობის 46 წლიანი გამოცდილება აქვს. ნადეჟდა ზანანიანი კლინიკის ეპიდემიოლოგიურ მიმართულებას ხელძღვანელობს. ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს ეპიდემიოლოგიასა და ინფექციური კონტროლის საფუძვლებში. პროფესიულ საქმიანობას 48 წელია ეწევა. ლია ჯორბენაძე პროფესიით პედიატრია, სამედიცინო საქმიანობას 1970 წლიდან ახორციელებს, პარალელურად წლების განმავლობაში ეწეოდა სამედიცინო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. დაჯილდოვებულია საუკეთესო ექიმი პედიატრის წოდებით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics