|
2019-03-01 15:30:42, 507 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ანგარიშს დაესწრო
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ანგარიშს დაესწრნენ, რომელიც ორგანიზაციის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ საქმიანობას შეეხებოდა. "აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში, ისევე როგორც არსებობის 100 წლიანი ისტორიის მანძილზე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, როგორც ჰუმანიტარულ სფეროში მთავრობის დამხმარე ორგანიზაციამ, არაერთი საქმიანობა განახორციელა მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად ქვეყნის გამოწვევებისა და საჭიროებების საპასუხოდ", - განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ. ცნობისათვის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანადგომით, ჰუმანიტარულ დახმარება აჭარაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებსაც გადაეცათ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)