|
2019-03-01 14:55:57, 463 ნახვა
რეგიონი
ზურაბ თენიეშვილი კონფერენციას „სმენის დაზიანება - გლობალური გამოწვევა და სახელმწიფოების როლი“ დაესწრო
თბილისში, ფონდი აურესის და შპს კინდსმენას ორგანიზებით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „სმენის დაზიანება - გლობალური გამოწვევა და სახელმწიფოების როლი“. კონფერენციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი დაესწრო და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სმედაქვეითებულ და სმენაპროთეზირებულ მოქალაქეთა კუთხით ახორციელებს: სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა; სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია. კონფერენცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2019 წლის სმენის მსოფლიო დღის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სმენის დაზიანების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და მართვის მნიშვნელობაზე, სამომავლოდ, ქვეყანაში სმენის დაზიანების მართვის სტანდარტების დასანერგად. კონფერენციის მხარდამჭერები: შპს კინდსმენა, (სმენის დაქვეითების მქონე პაციენტების დიაგნოსტირებისა და მათი ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია Kind Hörgerete-ს შვილობილი კომპანია საქართველოში) კოხლეარული იმპლანტის მწარმოებელი კომპანიები Med-El-ი და Cochlear, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიის წარმომადგენლები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)