00:21 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-28 10:52:25, 1940 ნახვა

სამართალი
სამტრედიის ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცის შეტანისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხმარებლის მოტყუების, ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, ააიპ სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებასთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2018 წლის განმავლობაში გაერთიანებაში შემავალი ბაგა-ბაღებისთვის საქონლის ხორცი უნდა მიეწოდებინა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ვალდებული იყო საქონლის შეტანისას წარედგინა დამკვეთისათვის მიწოდებული საკვები პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. ნაცვლად ამისა, ბრალდებული დანაშაულებრივი განზრახვით, აყალბებდა ხორცის ვეტერინალურ მოწმობებს ე.წ. ფორმა #2-ებს და გაყალბებული დოკუმენტაციით ახდენდა ბაღებში საქონლის შეტანას. გამოძიებით დადგინდა, რომ  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ნაცვლად საქონლის ხორცისა, ნაწილობრივ შეტანილ იქნა ცხენის ხორციც.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე, 210-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics