07:05 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-27 19:34:25, 1544 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ზვიად კვაჭანტირაძე ჯერჯერობით კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარეა

„ალბათ მეტ განმარტებებს გააკეთებს და უმრავლესობასთან თავის გადაწყვეტილებაზე ექნება საუბარი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზვიად კვაჭანტირაძის მიერ მმართველი გუნდიის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კვაჭანტირაძე ჯერჯერობით დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

„ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე ამჟამად ბაქოში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, ის დელეგაციაშია უმრავლესობის სახელით და ჯერჯერობით კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარეა. ალბათ ამ დროს მისი მხრიდან განცხადების დაწერაზე, ის მეტ განმარტებებს გააკეთებს და უმრავლესობასთან ექნება საუბარი თავის გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ზვიად კვაჭანტირაძემ დღეს საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics