16:07 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-27 15:51:33, 1043 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, პარკირების საფასური შესაძლოა, საათში 50 თეთრი იყოს

თბილისში, ავტომობილის პარკირების საფასური შესაძლოა, საათში 50 თეთრი იყოს.

ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქუჩების მიხედვით საფასური განსხვავებული იქნება.

„საფასურის დადგენა მინიმალური ოდენობიდან უნდა დავიწყოთ და უკვე პროცესში დაკვირვების შედეგად უნდა გაიზარდოს. საფასურმა უნდა მოგვცეს შედეგი, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა შემცირდეს კონკრეტულ არეალზე თავმოყრა და პარკირება. უნიკალური ტარიფი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში მუშაობს არ არსებობს. ერთი ტარიფი ვერც მთელ თბილისში იმუშავებს, რადგან ყველა ქუჩას აქვს თავისი სპეციფიკა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ და დასძინა, რომ საბოლოო ტარიფზე საკრებულოს წევრებთან ერთად იმსჯელებენ.

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი პირველ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება. პირველი არეალი კი, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics