|
2019-02-26 15:42:26, 1516 ნახვა
კომენტარი
კოვზანაძე: შეთავაზება ძალაშია - შეგვიძლია ხაზარაძესა და ჯაფარიძეს საფინანსო კომიტეტში მოვუსმინოთ
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსჯელობა სიღრმეში არ შევიდა, ჩვენი შეთავაზება ძალაშია - შეგვიძლია მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოვუსმინოთ“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახლა მთავარი „თიბისი ბანკის“ შემდგომი განვითარება და მისი კორპორატიული მართვის გაუმჯობესებაა. „საზედამხედველო ღონისძიებები, რომელსაც ცენტრალური ბანკის ატარებს, არის კონფინდენციალური. ეს ღონისძიებები არის დახურული ნებისმიერი მესამე მხარის მიმართ. მეორეს მხრივ, “თიბისი“ ბანკის აქციონერებმა ლონდონში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პრობლემა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკსა და “თიბისი ბანკს“ შორის არსებობდა, არის ამოწურული, დახურული და ეროვნული ბანკთან მათ სამართლებრივი დავა შეწყვიტეს. ამის შემდეგ მათი ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც აღიარებენ, რომ სამართლებრივი დავა შეწყდა და “თიბისი“ ბანკმა 1-მილიონიანი ჯარიმა გადაიხადა. გამომდინარე აქედან, მაქვს განცდა, რომ ახლა მთავარია “თიბისი ბანკის“ შემდგომი განვითარება და მისი კორპორატიული მართვის გაუმჯობესება, და ის ღონისძიებები, რომელიც არის იმ ერთობლივ განცხადებაში. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსჯელობა სიღრმეში არ შევიდა, მე რამდენიმე დღეა ვაცხადებ, რომ ჩვენი შეთავაზება არის ძალაში, ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ ბატონ ჯაფარიძესაც, ბატონ ხაზარაძესაც, მოვისმინოთ მათი არგუმენტები და პროფესიული განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში“, - აღნიშნა კოვზანაძემ. შეგახსენებთ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ოპოზიცია „თიბისი ბანკის“ საკითხის განხილვას ითხოვდა, ჩაიშალა. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ დეპუტატებს განუცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტები გაიზიარა, რომლის თანახმადაც "თიბისის" საქმის განხილვა საჯაროდ არ უნდა მომხდარიყო, რადგან ეს ბანკისთვის დამაზიანებელი იქნებოდა. აღნიშნულმა ფაქტმა დეპუტატების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, სხდომა უნდა გაგრძელებულიყო ღია ფორმატში, რათა საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეღო და ბანკის დამფუძნებლებს პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ხანგრძლივი კამათის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარე სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. მანვე პირობა დადო, რომ შესაბამის ფორმატში „თიბისის“ საკითხის განხილვა აუცილებლად შედგება და ყველა კითხვა იქნება დასმული.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)