23:31 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-26 15:15:08, 1402 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე: დღეს გამოჩნდა, რომ TBC-ს საქმე არა ბანკსა და მარეგულირებელს შორის დავა, არამედ პოლიტიკური საქმეა

"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, "თიბისი ბანკის" საქმეში ხელისუფლების ინტერესი დიდია, რაც დღეს საკომიტეტო სხდომის ჩაშლაშიც აისახა.

როგორც ბაქრაძეს ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ პროცესში საპარლამენტო უმრავლესობა მხარეა.

"დღევანდელ სხდომაზე ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა ორი რამ: პირველი რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ აღმოჩნდა მზად პასუხი გაეცა დეპუტატების და საზოგადოების კითხვებისთვის და მეორე და მთავარი, ამ სხდომის ჩაშლით უმრავლესობა დაფიქსირდა როგორც პოლიტიკური მხარე. უმრავლესობამ ნებით თუ უნებლიეთ ან აშკარად განზრახვით აიღო პასუხისმგებლობა "თიბისი ბანკის" საქმეზე და ნათლად გამოაჩინა, რომ "თიბისის" საქმე, ეს არ არის დავა მარეგულირებელსა და ბანკს შორის. "თიბისის" საქმე, ეს არის პოლიტიკური საქმე, რომელსაც გააჩნია მკაფიო პოლიტიკური განზომილება და უმრავლესობის მთელი ქცევა, მათ შორის, კომიტეტის ჩაშლა,  ის ინიციატივები და იდეები, რომლითაც ისინი გამოდიოდნენ ცალსახად მიანიშნებს იმაზე რომ დღეს უმრავლესობის ამოცანა იყო სხდომა ჩაშლილიყო, საზოგადოებას არ მიეღო პასუხები. როდესაც საქმეში დაინტერესებულ მხარედ ჩართულია პოლიტიკური მხარე და საპარლამენტო უმრავლესობა, ეს აღარ ტოვებს აღარანაირ კითხვის ნიშანს, რომ ეს არის პოლიტიკური ინტერესის მატარებელი საქმე.
ამ ქვეყანაში არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ორკესტრირება ეროვნული ბანკის, საპარლამენტო უმრავლესობის, პროკურატურის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, მთავრობის, ანუ ყველა იმ სახელმწიფო უწყების, რომელიც ჩართულია "თიბისი ბანკის" საქმეზე, ამიტომაც ასეთი ადამიანი ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთია. ბანკის დამფუძნებლებმა ეს არ განაცხადეს, მაგრამ მე ვერ ვხედავ სხვა ვარაუდის საფუძველს, გარდა იმისა, რომ ეს გახლავთ პირადად ბატონი ივანიშვილის ინტერესი ეს შეტევა. საზოგადოება ხედავს მართლაც ორკესტრირება შეტევას და  ამ ქვეყანაში ამდენი ინსტიტუტის ასე კოორდინირებულად შეტევა შესაძლებელია მხოლოდ ერთი კაცის პოლიტიკური ნების შემთხვევაში", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics