|
2019-02-26 13:26:01, 1392 ნახვა
კომენტარი
მათიკაშვილი: როდესაც ბანკი და რეგულატორი ქეისს გაარჩევენ საჯაროდ, ხვალ სხვა ბანკი არ შეასრულებს სებ-ის მითითებას
"როდესაც კომერციული ბანკი და რეგულატორი ქეისს გაარჩევენ საჯაროდ ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ სხვა კომერციული ბანკი არ შეასრულებს სებ-ის მითითებას, სასამრთლოში აღარ გაასაჩივრებს საქმეს და იტყვის, წამოდით პარლამენტში გავარჩიოთ ეს საკითხიო", - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ის სებ-ის პრეზიდენტის პოზიციას ეთანხმება. "დიახ, საქართველოს პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც კეთდება პოლიტიკა, გეთანხმებით აბსოლუტურად. შესაბამისად, ყველაფერი ის, რაც არის პოლიტიკასთან დაკავშირებული და განზოგადებულ წესებთან დაკავშირებული, რაც ეხება რეგულაციებს, რაც ეხება ლარის კურსს, რაც ეხება ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, რაც ეხება ყველა იმ წესს, რომელიც არის ზოგადი ქვეყნისთვის და რაც არის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რა თქმა უნდა ღიად და საჯაროდ უნდა იყოს განხილული, ამაში ორი აზრი არ არსებობს. სწორედ ამიტომ არსებობს ეს მექანიზმი დაბარების და შესაბამისად კითხვების დასმის და პასუხების მოსმენის. არის მეორე თემა, კონკრეტული ქეისი , კონკრეტული კომერციული ბანკი და რეგულატორი. ერთ სიბრტყეში საჯარო მოსმენა პრეცედენტი არ არსებობს. ეს შეგვიძლია ვთქვათ პირდაპირ. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რამე თემა შეიძლება დაიფაროს ან დაიმალოს ან არ მოხდეს მასზე მსჯელობა. არსებობს სხვა ფორმატები ამისთვის, მაგრამ ინსტიტუციაზე გელაპარაკებით კოლეგებო. როდესაც კომერციული ბანკი და რეგულატორი ქეისს გაარჩევენ საჯაროდ და სახალხოდ ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ სხვა კომერციული ბანკი არ შეასრულებს ეროვნული ბანკის მითითებას, სასამრთლოში აღარ გაასაჩივრებს საქმეს და იტყვის ,წამოდით პარლამენტში გავარჩიოთ ეს საკითხიო. ეს არ არის სწორე და ჯანსაღი მიდგომა. ჯანსაღი მიდგომა არის ამაზე მსჯელობა რა თქმა უნდა, მაგრამ არა ესეთ ფორმატში. ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, იმიტომ რომ ასეთი მიდგომა საფრთხეს უქმნის ინსტიტუციას და ჩვენ ინსტიტუციურად უნდა ვიაზროვნოთ პირველ რიგში", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)