|
2019-02-26 12:48:12, 1301 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე - „თიბისის“ დამფუძნებლებისგან დღეს სრულ გულწრფელობას არ მოველი - ექსპრესვიდეო
„საერთოდ ისაუბრებენ თუ არა მთავრობის მონაწილეობაზე ამ პროცესებში ვერ გეტყვით. სრულ გულწრფელობას დღეს არ მოველი, მაგრამ ბევრი რამ რომ გაირკვევა, ამაში ეჭვი არ მეპარება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც „თიბისის“ საქმესთან დაკვშირებით, ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმყოფებიან. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან თიბისი ბანკის წილების „წართმევის ოპერაცია“ მიმდინარეობს, რამაც ანაკლიის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშანი გააჩინა. „ეს არის წილების წართმევის ოპერაცია და თიბისი ბანკის ხელმძღვანელობამ თავის წერილში სიტყვა დაპატრონება ახსენა. ვიღაცას უნდა თიბისი ბანკის დაპატრონება. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ სრული დარწმუნებულობით, რომ ამ მოვლენების შემდეგ ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გაჩნდა ანაკლიის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, თუ გავითვალისწინებთ იმ კომენტარებს, რაც კეთდება მთავრობაში, თითქოს რაღაც შენიშვნები აქვთ ანაკლიის კოსორციუმის მიმართ. ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაში ნახსენებია, რომ ფინანსური რესურსების მოძიების გახანგრძლივებამ ხელი არ შეუშალა პროექტის ვადებში განხორციელებას და საკუთარი რესურებით დაიწყეს მათ მუშაობა, პორტის გარღმავებისათვის 25 მილიონი დაიხარჯა და ასე შემდეგ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. რაც შეეხება 2007-2008 წლების ტრანზაქციებს, რომელთან დაკავშირებითაც სებ-მა თიბისი ბანკის შემოწმებისას ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები დააფიქსირა, გოცირიძის შეფასებით, აღნიშნული პროცესი პროკურატურამ „შავ პიარის“ განხორციელებისთვის საბაბად გამოიყენა. „ეს ტრანზაქცია, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ არის შეფასებული როგორც მათი მარეგულირებელი ნორმების დარღვევა ინტერესთა კონფლიქტის კონტექსტში, ეს არ ეხება ფული გათეთრებას. ეროვნულ ბანკს არსად უხსენებია ფულის გათეთრება. ეს არის ისეთი დარღვევა, რომელიც არის ეროვნული ბანკის რეგულაციების ქვეშ ითვალისწინებს სხვადასხვა სანქციებს. მაქსიმალური სანქცია აქ არის ჯარიმა. ეს ყველაფერი პროკურატურამ გამოიყენა საბაბად და აგორებენ შავ პიარს. მე მაინც მექნება ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებთ შეკითხვა, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცი რა რეაგირება შეიძლება მოახდინოს ეროვნულმა ბანკმა, ვიყავი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წლების განმავლობაში. მაინტერესებს გარკვეული დეტალები და მოვისმენ პასუხს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. მისივე თქმით, „თიბისის“ დამფუძნებლების განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი იყო, რასთან დაკავშირებითაც, კითხვები ექნება. „თიბისი ბანკის აქციონერების განცხადებები იყო ურთიერთგამომრიცხავი. ბატონი ჯაფარიძე ამბობდა, რომ მათთან წილების დათმობის შესახებ არ ყოფილა საუბარი, ხოლო ბატონი მამუკას განცადებაში იყო ნახსენები სიტყვა, რომ ვიღაცებს სურთს ბანკის დაპატრონება. დაპატრონება ნიშნავს მითვისებას. ამიტომ გვექნება შეკითხვა, ვინ მონაწილეობნდა მთავრობიდან ამ ყველაფერში, მათ ყველაფერი იციან. თუკი მე ვიცი, რომ გახარია არის შუამავალი ივანიშვილსა და ეროვნულ ბანკს შორის, პროკურატურას შორის და რეალურად ბატონ გახარიას მიყავს ეს საქმე. რა თქმა უნდა თიბისი ბანკმა ეს იცის. რამდენად ისაუბრებენ ამის თაობაზე არ ვიცი. საერთოდ ისაუბრებენ თუ არა მთავრობის მონაწილეობაზე ვერ გეტყვით, ალბათ არსებობს იმედები და ყველაზე დიდი იმედი არის ანაკლიის პროექტის გადარჩენა და სრულ გულწრფელობას დღეს არ მოველი, მაგრამ ბევრი რამე რომ გაირკვევა დღეს, ამაში ეჭვი არ მეპარება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)