21:46 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 18:24:03, 1799 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: Fitch-ის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება ევროკავშირის ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაციის გასაღებია

"უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა, Fitch-მა გაგვიუმჯობესა საკრედიტო რეიტინგი. სულ ორი ნაბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს და ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას აფასებენ", - აის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების შესახებ გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, რეიტინგში წინსვლა პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე

"ეს არის გასაღები ევროკავშირის ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაციისა. რეიტინგში წინსვლა პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე და პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვაზე - სიღარიბის დაძლევაზე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის ანგარიშში ხაზგასმულია ის წარმატება, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის" რეიტინგში.

„ეს არის იმ თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგი, რაც ჩვენ ბიზნესისთვის მეგობრული ბიზნესგარემოს შექმნის მიმართულებით გადავდგით; ახალი საგადასახადო რეჟიმი მცირე ბიზნესისთვის, საგადასახადო სანქციების ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებული ცვლილებები, დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების სისტემის გამარტივება, მოგების გადასახადის რეფორმა, საგადასახადო და საბაჟო პროცედურების გამარტივება.  ყველა ამ მიმართულებით ჩვენ გასულ წლებში საკმაოდ სერიოზული ინიციატივები განვახორციელეთ და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი განცხადებით, მინიმალური საგადასახადო განაკვეთით საქართველო მსოფლიოში პირველ სამეულშია, რაც აძლიერებს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების დაინტერესებას.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-"-დან „BB"-მდე გააუმჯობესა და პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics