05:54 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 13:00:22, 1232 ნახვა

კომენტარი
მათიკაშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობა ის აუცილებელი მოცემულობა, რომელიც „ოცნებას“ მიზნად აქვს დასახული

„საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის ამ ეტაპზე ის აუცილებელი მოცემულობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მიზნად აქვს დასახული“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. 

მათიკაშვილის განმარტებით, რამდენიმე დეპუტატის გუნდიდად წასვლით მმართველ პარტიას დაშლის საფრთხე არ ემუქრება. 

„ყველამ მიიღო გადაწყვეტილება, თავისუფალნი არიან გადაწყვეტილების მიღებაში, ისინი დეპუტატები არიან საქართველოს პარლამენტის, უმრავლესობა ამით არ დაშლილა. საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის ამ ეტაპზე ის აუცილებელი მოცემულობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მიზნად აქვს დასახული. მოგეხსენებათ, კონსტიტუცია არის მიღებული, შესაბამისად, თუკი საკონსტიტუციო უმრავლესობის კუთხით, რაიმე სახის პრობლემა შეიქმნება, ეს არ ქმნის მთლიან პრობლემას უმრავლესობისთვის. ხოლო ცალკეული დეპუტატების გადაწყვეტილება, ეს ცხადია, მათი გადაწყვეტილებაა, მათი პოლიტიკური დღის წესრიგია, მათი პოლიტიკური მომავალია,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics