|
2019-02-24 18:55:36, 4416 ნახვა
კულტურა
ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია განხორციელდება
25 თებერვალი ცნობილი უკრაინელი პოეტის ლესია უკრაინკას დაბადების დღეა. სურამში პოეტის საიუბილეო დღის აღსანიშნავად, ლესია უკრაინკას ბიუსტის ყვავილებით შემკობის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, უკრაინის კულტურის მინისტრის მოადგილე იური რიბაჩუკი, საქართველოში უკრაინის ელჩი იჰორ დოლჰოვი და ადგილობირვი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სურამში, უკრაინელი პოეტისა და მწერლის ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობის საფუძველზე განახორციელებს. ლესია უკრაინკას ეკუთვნის სიტყვები - " “რა საინტერესო, რა საუცხოო მხარეა საქართველო, რა სიმამაცე და გმირობა უნდა ჰქონოდა ერთ მუჭა ხალხს, რომ გადარჩენოდა ამდენ საშინელ ქარტეხილსა და უბედურებას, მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი”.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)