14:42 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-23 18:37:49, 1001 ნახვა

საზოგადოება
გეგა გეგეშიძე: დათუნაშვილს მეგობრობის, თანამშრომლობის ხელს ვუწვდი ახლაც, ვინანიებ ჩემს საქციელს

 „დათუნაშვილს მეგობრობის, თანამშრომლობის ხელს ვუწვდი ახლაც, ვინანიებ ჩემს საქციელს“, - ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდეტმა, გეგა გეგეშიძემ ჭიდაობის ფედერაციაში გამართული პრეზდიუმის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გეგეშიძემ აღნიშნა,  კონფლიქტს გვერდზე გადადებს.

„კიდევ მოვუხდი ბოდიშს, არა მარტო დათუნაშვილს, არამედ მთლიანად საზოგადოებას, გულშემატკივარს ჩემი საქციელისთვის და არა მარტო ჩემი საქციელისთვის, მაგრამ ზოგადად, ჭიდაობის თემაზე უნდა იმსჯელონ მოჭიდავეებმა და არა ჟურნალისტებმა. ჩვენ თუ რამე დავაშავეთ, რამე გავაკეთეთ, ეს მოჭიდავეების საქმეა. მე დათუნაშვილს მეგობრობის, თანამშრომლობის ხელს ვუწვდი ახლაც, ვინანიებ ჩემს საქციელს. მე დათუნაშვილთან პირადული მოხდა, თუ რა მოხდა, ამას მე გვერდზე ვდებ. მე, როგორც ხელმძღვანელი, ისე გელაპარაკებით. დათუნაშვილს, როგორც ორგზის ევროპის ჩემპიონს, შანსი ეძლევა, წავიდეს, მაგრამ უკვე მესამე წონით კატეგორიაში გამოდის, მაგრამ იქაც შანსი ეძლევა, წავიდეს, დაამტკიცოს თავის სიძლიერე“, - აღნიშნა გეგა გეგეშიძემ.

ცნობისთვის, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან მოქალაქეების ნაწილმა მოჭიდავე ზურა დათუნაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის გადადგომას მოითხოვდნენ. მათი თქმით, გეგეშიძემ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. აქციის პარალელურად ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, სადაც სწორედ აღიშნული საკითხი განიხილეს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics