13:15 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 17:41:25, 945 ნახვა

საზოგადოება
წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება

ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, წყნეთის მოსახლეობას შეხვდა. 

შეხვედრაზე ვაკის გამგებელმა განმარტა, რომ აფხაზეთისა და გრიგოლ აბაშიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე საკალთბურთო მოედნის ადგილზე მშენებლობა არ განხორციელდება, ვინაიდან, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს მესაკუთრისთვის ნებართვა არ მიუცია.

მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ნებართვა არ არსებობს, ტერიტორიაზე სამშენებლო ბანერი განთავსდა, რამაც მოსახლეობაში გაურკვევლობა გამოიწვია. 

ვაკის გამგებლის განცხადებით, წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე არაფერი აშენდება  და მშენებლობის ნებართვა არც ერთი ტყე-პარკის, სკვერის თუ სპორტული მოედნების ადგილას არ გაიცემა. 

„აღნიშნულ ტერიტორიაზე, რამდენიმე დღის წინ განთავსდა ბანერი, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. მათ მოგვმართეს თხოვნით, რომ გარკვეულიყო სიტუაცია, მართლაც იგეგმებოდა თუ არა აქ რაიმე სახის მშენებლობა. თბილისის არქიტექტურის სამსახურს ამ ტერიტორიაზე მშენებლობის არანაირი ნებართვა არ აქვს გაცემული. მერს არაერთხელ აქვს გაკეთებული განცხადება, რომ სკვერების ტერიტორიაზე არანაირი მშენებლობა არ განხორციელდება. სამწუხაროდ, ეს ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს არის გასხვისებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არც კერძო მესაკუთრის და არც მოსახლეობის ინტერესი არ დაირღვეს“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

ტყე-პარკის ტერიტორიაზე არსებული საკალათბურთო მოედანი 2006 წელს გასხვისდა, 2015 წლიდან კი ამჟამინდელი მესაკუთრის მფლობელობაშია. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics