19:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 17:56:24, 591 ნახვა

რეგიონი
საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად დაზარალებულებს ახალი ბინები უშენდებათ

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სახლში 2017 წელს  მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს მერია საცხოვრებელ ბინებს უშენებს.

ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პროცესს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქალაქ ბათუმის მერთან ერთად გაეცნო.

,,დღეს გავეცანი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი კორპუსის მშენებლობის პროცესს. ეს არის ერთ-ერთი პროექტი, როცა სახელმწიფომ, თვითმმართველობამ შეძლო მოსახლეობის ინტერესების მყისიერი დაკმაყოფილება. როგორც კონტრაქტორი მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, სამშენებლო სამუშაოები მაისისთვის დასრულდება. დარწმუნებული ვარ, 10-მდე ოჯახი, რომელიც აქ საცხოვრებელს მიიღებს, კმაყოფილი იქნება ახლად აშენებულ კორპუსში შექმნილი პირობებით"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მშენებლობას აუქციონში გამარჯვებული კომპანია შპს „ბილდსმორი" აწარმოებს.

ბაგრატიონის N127-ში მდებარე მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით ბათუმის მერიამ მშენებლობაზე ელექტრონული პირობიანი  აუქციონი  გამოაცხადა. პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ  ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დანგრეული შენობის ადგილას ახალი საცხოვრებელი კორპუსი უნდა ააშენოს, რომელიც დაზარალებულ ოჯახებს   საკუთრებაში გადაეცემა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics