23:23 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 16:32:57, 1521 ნახვა

სამართალი
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებული ვ.კ. დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის,  ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-ტარებისთვის და ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ვ.კ. წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო ი.ფ.-სთან კონფლიქტურ ურთიერთობაში იმყოფებოდა. 2017 წლის 24 ივნისს, ვ.კ.-მ თბილისში, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით  ი.ფ.-ს ძმას გ.ფ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  მიღებული ჭრილობების შედეგად გ.ფ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ვ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics