00:01 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-20 16:26:05, 1165 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის  პრეზიდენტთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი განიხილა.

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება,  გერმანიის ფედერალურ  პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბელვიუს სასახლეში შეხვდა.

შეხვედრებზე, რომლებიც ბელვიუს სასახლეში პირისპირ  და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფები განიხილეს.

აღინიშნა გერმანიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რადგან გერმანია ევროკავშირის ლიდერი ქვეყანაა და მისი აზრი და დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრებზე განაცხადა, მნიშნელვანია, რომ საქართველოს ევროპის გულში, გერმანიის სახით, ასეთი ერთგული მეგობარი ჰყავდეს. გერმანია და საფრანგეთი არიან ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ხელს შეუწყობენ იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა მალე გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, მისი ვიზიტის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადავა. 

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაიაში შედიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics