00:10 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-20 16:02:59, 1177 ნახვა

პოლიტიკა
ჭიჭინაძე - კობახიძე ბედნიერია - მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება, მოსამართლეების თემა შეჩერებულიყო

 „კობახიძე ეტყობა იმიტომ არის ბედნიერი, რომ მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება, მოსამართლეების თემა შეჩერებულიყო“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უმრავლესობა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

„პოლიტსაბჭოს განცხადებები ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა და თან ერთმანეთის გამომრიცხავიც არის, აქედან გამომდინარე დღეს პირდაპირ უარი ეთქვა ასე, რომ ვთქვათ ჩვენს ინიციატივას და არ მგონია ხვალ დეპუტატებმა მხარი დაუჭირონ. ძალიან საინტერესოა  უბრალოდ ხალხს ვინ ეტყვის უარს და შემდეგ ის პროექტი, რომელსაც ესენი ამზადებენ, რომ იტყვიან მზურნველობით ხალხზე და სამართლიან სასამართლოზე და თუ გავიხსენებთ მათ წინა განცხადებას, გარკვეულწილად პოლიტსაბჭოში გაორებები ემართებათ. ბიძინა ივანიშვილის გარეშე რა თქმა უნდა ეს არ მოხდებოდა და კობახიძე ეტყობა იმიტომ არის ბედნიერი, რომ მოახერხა მისი დარწმუნება, რომ ეს კანონი უნდა შეჩერებულიყო“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics