12:01 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-20 14:15:55, 1180 ნახვა

საზოგადოება
პარკირების საათობრივი გადასახადი ელექტრომობილებს და შშმ პირების მანქანებს არ შეეხება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარკირების საათობრივი საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებებს არ შეეხება. 

კალაძის განმარტებით, საფასური ასევე, არ შეეხება სრულად ელექტროძრავიან ავტომანქანებს და შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს; რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილებში უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები ქალაქის მასშტაბით; გარდა ამისა, ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხი უფასო 15-წუთიანი პარკირებით.

კახა კალაძის ინფორმაციით, საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით. შემოსული თანხები კი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აკუმულირდებადა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასმოხმარდება.

„საათობრივი პარკირების ზონაში მუნიციპალიტეტი მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდებას განაგრძობს და მათ მანქანის ალტერნატივად განვითარებულ, განახლებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შევთავაზებთ. ჩვენ ასევე, ვაწყობთ ავტობუსის ზოლებს და უკვე ყველა კარგად ვხედავთ, რომ თანდათან ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მალე გადაადგილდება, ვიდრე კერძო მანქანა.მნიშვნელოვანია, ჩვენ რაც შეიძლება მალე მოვახერხოთ არსებული პარკის განახლება, რათა ავტობუსებით გადაადგილება ძალიან სწრაფი და კომფორტულიიყოს.ამ მოდელზე დიდი ხანია ვმუშაობთ, გავლილი და განხილულია კერძო ექსპერტებთან და სპეციალისტებთან, რომლებიც ერთხმად ეთანხმებიან ამ მიდგომებს. თბილისი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქალაქი“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics