00:09 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 15:14:26, 1538 ნახვა

პოლიტიკა
ემანუელ მაკრონი ზურაბიშვილზე: დღეს ვხვდები სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც შესანიშნავი ფრანგი დიპლომატი იყო

ელისეს სასახლეში საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას "დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის" დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ემანუელ მაკრონმა ქართველ კოლეგას არჩევნებში გამარჯვება პირადად მიულოცა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია რთული, იყო თუმცა სალომე ზურაბიშვილმა მას თავი გაართვა.

"მადლობელი ვართ საქართველოსი, რომ დაგვიბრუნდით, რათა ჩვენი კავშირების ახალი გვერდი დაიწეროს. 14 თუ 15 წლის წინ ამ შენობაში ჩვენმა წინამორბედებმა გადაწყვიტეს, რომ თქვენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდებოდით. მივესალმები თქვენს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. წინასაარჩევნო კამპანია არ იყო შეფერხებების გარეშე, თუმცა ბოლომდე მიიყვანეთ ის თქვენი მტკიცე განწყობით. ვიცი, რომ საკმაოდ რთული იყო წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ თქვენ შესანიშნავად გაართვით თავი, არ შეგიცვლიათ თქვენი პოზიციები, ბრძანდებით ერთგული თქვენი ქვეყნის და გამოძრავებთ ევროპული ღირებულებები, რაც თანმდევია თქვენს კარიერაში. გქონდათ არაჩვეულებრივი, წარმატებული დიპლომატიური კარიერა საფრანგეთში, რომელიც ბევრ მეტყველებს იმ მეგობრობაზე, იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით გაქვთ და რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის", - განაცხადა მაკრონმა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics