|
2019-02-19 12:53:52, 1107 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე TBC-ზე - მაქვს შეთავაზება მამუკა ხაზარძისთვის, დაესწროს კომიტეტის სხდომას, სადაც სებ-ის პრეზიდენტიც იქნება
"ევროპული საქართველო" "თიბისი ბანკის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს იმ კომიტეტზე დასწრებას სთავაზობენ, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს მოუსმენენ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, კომიტეტის სხდომაზე, სადაც ღია დებატები გაიმართება, სიმართლე გამოჩნდება. "უმცირესობამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაიბარა პარლამენტში. დაბარების ძირითადი თემა , არის ის მავნებლური საბანკო რეგულაციები, რომელიც მათ მიიღეს. მაქვს კონკრეტული შეთავაზება მამუკა ხაზარაძის მიმართ მოვიდეს პარლამენტში, ისიც დაესწროს საკომიტეტო მოსმენას, სადაც იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მან გუშინ გამოთქვა მზადყოფნა,რომ საზოგადოებას მიაწოდებს დოკუმენტებს და ინფორმაციას. ამიტომ მე მაქვს შეთავაზება მობრძანდეს ამ კომიტეტის სხდომაზე და პარლამენტის წევრებთან და ჟურნალისტებთან ერთად, საზოგადოებისთვის ღიად და გასაგებად ვისაუბროთ ყველაფერზე, რა ხდება, რა მდგომარეობაა და რა პრეტენზიები აქვს ეროვნულ ბანკს "თიბისის" მიმართ და "თიბისი ბანკს" ეროვნუოლ ბანკის მიმართ. ეს იქნება საზოგადოებისთვის, ყველაზე მისაღები ფორმა, რომ საპარლამენტო ფორმატში "თიბისი ბანკის" პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ღიად ერთმანეთთან არგუმენტებით დაუპირისპირდნენ და გაირკვეს, რომელი მხარე არის მართალი და რომელ მხარეს რა პრეტენზია აქვს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ ამასთან, ბაქრაძე მამუკა ხაზარაძეს ურჩევს, მოიპოვოს საზოგადოების თანადგომა, რადგან ბაქრაძის თქმით, ეს დაწყებულ ბრძოლაში ერთადერთი რეალური იმუნიტეტია. აქვე ბაქრაძემ დასძინა, რომ საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების ერთადერთი გზა გულწრფელობაა. "მამუკა ხაზარაძის გადასაწყვეტია, რამდენად გულწრფელი ან არაგულწრფელი იქნება აი, ამ ყველაფრის შეფასებაში, მაგრამ ერთი რამ მკაფიოდ უნდა ესმოდეს, რომ თუ მას სურს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება. ის უნდა იყოს გულწრფელი საზოგადოებასთან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდება, რას ედავება ხელისუფლება "თიბისი ბანკს", რატომ ედავება ხელისუფლება "თიბისი ბანკს", რა დგას და ვინ დგას ამ დავის უკან", - აღნიშნა ბაქრაძემ.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)