2019-02-19 11:45:15, 971 ნახვა
საზოგადოება
ზოიძე TBC ბანკზე: თუ დავინახეთ, რომ გამოძიების ობიექტურობას საფრთხე ექმნება, შესაძლებელია პარლამენტი ჩაერთოს
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეთის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე "თიბისი ბანკის: ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ გამოძიების დასრულების შემდეგ კითხვის ნიშნები დარჩება, საქმეში შესაძლოა პარლამენტი ჩაერიოს.
ზოიძის განმარტებით, უმჯობესია, რომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტმა ეროვნული ბანკის პოზიცია მოისმინოს.
„პარლამენტმა, პირველ რიგში, ეროვნულ ბანკს უნდა მოუსმინოს, რეგულატორის პოზიციას ამასთან დაკავშირებით. პროკურატურამ უნდა დაასრულოს გამოძიება, თუ გამოძიება კონკრეტულ ფაქტებზეა დაყრდნობილი და მერე თუ დავინახეთ, რომ საფრთხე ექმნება ობიექტურობას შესაძლებელია, რომ პარლამენტი ჩაერთოს, მაგრამ ჯერ მივცეთ საშუალება, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად ფრთხილად, დელიკატურად წავიდეს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
ავტორი: ,