|
2019-02-19 11:20:40, 1057 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე TBC-ს საქმეზე: ჩარევით და ზედმეტი პოლიტიზირებით ზიანი არ უნდა მივაყენოთ საზოგადოებრივ ინტერესს
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის" მამუკა მდინარაძის განცხადებით, "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების გაპოლიტიზირება არასწორია. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. "ქართულ საბანკო სისტემაში "თიბისი ბანკი" არის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი და ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ კონტექსტში მის ხსენებას. მაგრამ ისიც ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც საგამოძიებო ორგანოზე, სამართალწარმოებაზე მიდგება საქმე, ზედმეტად მათ კომპეტენციაში არ უნდა ჩავერიოთ. ამიტომ კითხვები, რომელიც ჩნდება, მათ შორის საზოგადოებაში პირველ რიგში მიმართული უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოებისკენ, გამოძიების შედეგებისკენ და ამაში ჩარევით და ზედმეტი პოლიტიზირებით ჩვენ გარკვეული ზიანი არ უნდა მივაყენოთ საზოგადოებრივ ინტერესს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა. გარდა ამისა, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის 2-თვიანი ვადა მიეცა. „თიბისი ბანკში“ განაცხადეს, რომ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ და სასამართლო დავას გააგრძელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)