|
2019-02-18 18:39:25, 1117 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე - გვაქვს საერთაშორისო იურიდიული ფირმის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ტრანზაქციას ფულის გათეთრებასთან კავშირი არ აქვს
"თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პროკურატურს მიერ ფულის გათეთრების მუხლით გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა და აღნისნა, რომ ფულის გათეთრების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ხაზარაძის ინფორმაციით, ბანკმა გამოძიებას ყველა შესაბამისი საბუთი გადასცა, რომლითაც, როგორც ხაზარაძე ამბობს, დასტურდება, რომ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, ბანკმა საერთაშორისო იურიდიულ ფირმასაც მიმართა, რომელმაც შესაბამის საკითხთან დაკავშირებით თავისი დასკვნა დადო. "რაც შეეხება პროკურატურის გამოძიებას ფულის გათეთრების მუხლით, კატეგორიულად უარვყოფ ასეთი ფაქტის არსებობას. ჩვენს მიერ გადაცემულია ყველა საჭირო დოკუმენტი შესაბამისი ორგანოებისთვის, რაც ცხადყოფს ასეთი დანაშაულის არ არსებობას. ამასთანავე, მაღალი საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ უკვე ამ ფაქტის გარშემო ყველა მასალა გადაგზავნილია ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ჩვენ უკვე გვაქვს საერთაშორისო იურიდიული ფირმის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის დასკვნა, რომელშიც საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ ამ ტრანზაქციებს, არათუ ფულის გათეთრებასთან არამედ საბანკო რეგულაციის, ინტერესთა კონფლიქტის მაშინდელი ნორმების დარღვევასთანაც კი არ აქვს კავშირი. მზად ვარ, საერთაშორისო იურიდიული კომპანიის უკვე ჩვენს ხელთ არსებული იურიდიული დასკვნა და ასევე 2007-2008 წლის ამ კონკრეტული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და სხვა შესაბამის პირებს. ასევე მზად ვართ, რომ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, არჩეულ იქნას თქვენს მიერ დასახელებული ადგილობრივი თუ უცხოური იურიდიული კომპანიები, არასამთავრობოები, საელჩოს წარმომადგენლები, სპეციალური კომისია, რომელსაც ჩვენ გადავეცმთ ნებისმიერ ინფორმაციას. ნებისმიერ ამონაწერს იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც თქვენც შეგაწუხეთ და ჩვენც შეგვაწუხეს", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)