|
2019-02-18 12:29:01, 1448 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო სავაჭრო პალატა - მივმართავთ მთავრობას, შეწყვიტოს თავდასხმები „თიბისი ბანკსა“ და მის დამფუძნებლებზე
„შეშფოთებას გამოვთქვამთ ქვეყანაში ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუარესებასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტოს მაფიოზური დამოკიდებულება ბიზნეს სექტორის მიმართ“, - ასე ეხმაურება საერთაშორისო სავაჭრო პალატა „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „თიბისი ბანკზე“ მიზანმიმართული თავდასხმა ხორციელდება, რაც საქართველოს ფინანსური სექტორის სანდოობას ზიანს აყენებს. „რამდენიმე კვირის განმავლობაში სს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეზე კონცენტრირებული თავდასხმა ხორციელდება მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების მეშვეობით, მათ შორის პროკურატურის, შემოსავლების სამსახურის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ეროვნული ბანკის მიერ. ეს მიზანმიმართული თავდასხმები დაიწყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც მან საჯაროდ გააკრიტიკა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი მამუკა ხაზარაძე. „თიბისი ბანკი“ არის საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. „თიბისი ბანკზე“ მიზანმიმართულმა თავდასხმებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს და საქართველოს ფინანსური სექტორის სანდოობას. ჩვენი მოსაზრებაა, რომ მსგავსი ქმედებები მთავრობის მხრიდან ივანიშვილის პირად დღის წესრიგში დგას, როგორც „თიბისი ბანკის“, ასევე ანაკლიის პორტის განვითარებასთან დაკავშირებით. სასამართლოსა და პროკურატურის საქმიანობაში წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ქრონიკულმა ჩარევამ ამ ინსტიტუტების დისკრედიტაციამდე მიგვიყვანა. „თიბისი ბანკის“ საქმის ირგვლივ ეროვნულ ბანკზე ხელისუფლების მხრიდან იგივე ზეწოლა და ჩარევა ასევე გამოიწვევს ეროვნული ბანკის დისკრედიტაციას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას სთხოვს შეწყვიტოს „თიბისი ბანკსა“ და მის დამფუძნებლებისადმი თავდასხმები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს, კობა გვენეტაძეს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლების ზეწოლას, რათა შეუნარჩუნოს ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოვუწოდებთ მას გადადგომისკენ, რათა შეინარჩუნოს საკუთარი ღირსება და რეპუტაცია. ქვეყანაში ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუარესებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავაჭრო პალატა შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს მთავრობას შეწყვიტოს მაფიოზური დამოკიდებულება ბიზნეს სექტორის მიმართ. საერთაშორისო სავაჭრო პალატა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან, რათა წერტილი დაუსვას უსამართლობას“, - ნათქვამია საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)