13:39 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 18:14:47, 1071 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორში“ გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორში“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2018 წელს გამოცხადებული გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის განხორციელების პროცესში ჩაერთვებიან და დასაქმდებიან „ბიზნესინკუბატორში“ მომუშავე სპეციალისტები, მათ შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. პროექტის ფარგლებში შეიქმნება პირველი ქართული ქარის ტურბინა, რომელიც განკუთვნილი იქნება სოფლებსა და ქალაქურ დასახლებებში ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ დირექტორმა ალუ გამახარიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ  პროექტის მნიშვნელობასა და მასში დევნილი მოსახლეობის ჩართულობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი არჩილ გეგუჩაძე, ქუთაისის ადგილობრივი წარმოების ხელმძღვანელები ამირან ამირანაშვილი და ზაურ ენდელაძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics