15:15 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 17:07:08, 1519 ნახვა

პოლიტიკა
რომან კაკულია: კალაძის ინიციატივა k2 კოეფიციენტთან მიმართებაში დადებითი გადაწყვეტილებაა

უმრავლესობის წევრის, რომან კაკულიას შეფასებით, თბილისის მერის, კახა კალაძეს ინიციატივა k2 კოეფიციენტთან მიმართებაში არის მნიშვნელოვანი და დადებითი გადაწყვეტილება.

ამასთან, როგორც კაკულიამ აღნიშნნა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ადვილი მისაღები არაა.

„კახი კალაძის ინიციატივა არის უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი გადაწყვეტილებაა ორი მიზეზის გამო. პირველი - ყველასათვის გასაგები იყო ,რომ თუ რაიმე მიზეზი ასოცირდებოდა თბილისის უსახურ განვითარებასთან, ეს იყო k2 კოეფიციენტი და მისი არაპრაგმატული გამოყენება და ამის დასასრული , რა თქმა უნდა, პოზიტიური გადაწყვეტილებაა. მეორე მიზეზი - ჩვენ ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს ისეთის,რომლის შედეგიც მყისიერ ეფექტზე კი არ არის გათვლილი ,არამედ გათვლილია გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე. როგორც წესი ,ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაა ყველაზე რთული და ამ მიმართულებითაც მივესალმები ამ გადაწყვეტილებას,რადგან ის გრძელვადიან პერსპექტივაში თბილისის გენერალური განვითარების გეგმის მიხედვით ლოგიკურ და საზოგადოებაზე ორიენტირებულ განვითარებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics