|
2019-02-15 12:37:39, 1154 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი: ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მუშაობამ გარკვეულ მიმართულებებზე გამოძიების ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა და დეპარტამენტის მონიტორინგი უფრო მეტი ტიპის საქმეთა გამოძიებას შეეხება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. სამინისტროს განცხადებით ცვლილება ერთი წლის განმავლობაში დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისა და გამოძიების ხარისხის ზრდაზე არსებითი ზეგავლენის გათვალისწინებით ხორციელდება. "ჩვენ 2018 წლის დასაწყისში, შევქმენით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელსაც მუშაობა გამოძიების ხარისხის მონიტორინგი 5 ძირითადი მიმართულებით დაევალა. ამ დეპარტამენტმა წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ამ ძირითადი 5 მიმართულებით, როგორიცა არის ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაული და სხვა, მნიშვნელოვნად გაიზარდა გამოძიების ხარისხი და პოლიციის მიმართ ნდობა. ამის დასტურია სტატისტიკური მაჩვენებლები. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დეპარტამენტის მანდატი გავაფართოოთ და გავავრცელოთ ის სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ სხვა გავრცელებულ დანაშაულებზეც.’’ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა. ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება ამჟამად სამინისტროს ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია და გამოძიების ხარისხის ცენტრალიზებულ დონეზე მონიტორინგი უაღრესად მნიშვნელოვანია. მეზვრიშვილმა ასევე დაანონსა, რომ 2019 წლისთვის სამინისტრო მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებაზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)