15:15 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 12:12:51, 1235 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - მამუკა ხაზარაძესთან „თიბისის“ წილების დათმობაზე საუბარი არ მქონია

ვიცე-პრემიერისა და შსს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან „თიბისი ბანკის“ წილების დათმობაზე საუბარი არ ჰქონია.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მარეგულირებლის მიერ ფინანსური რეგულაციების ფარგლებში მიღებულ გადაწვეტილებაზე, კომენტარს ვერ გააკეთებს.

„არ მქონია, ეს ერთი და ჩვენ ახლა ვსაუბრობთ  მარიგულიერბლის მიერ ფინანსური რეგულიაციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ამ გადაწყვეტლებაზე მე არ და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ მეკითხებით, როგორც ყოფილ ბიზნესომბუდსმენს, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, რომ „თიბისი ბანკი“ არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს. არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთ ესმოდეს „თიბისი ბანკის“ სისტემის მნიშვნელობა, ვიდრე ეს არის რეგულატორი, ამიტომ აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება, მითუმეტეს ჩემი მხრიდან“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა. გარდა ამისა, როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის 2-თვიანი ვადა მიეცა.  

აღნიშნულთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკში“ განაცხადეს, რომ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ და სასამართლო დავას გააგრძელებენ.

სებ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად მამუკა ხაზარაძეც. განცხადება იხილეთ აქ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics