12:34 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 10:43:12, 1014 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი გალერეაში“ მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა - „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიმართება

თბილისის მერიისა და თიბისიბანკის თანამშრომლობით, 15 თებერვალს, თიბისი გალერეაშიცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის წიგნის - „Martin Parr Tbilisi“პრეზენტაცია შედგება.

წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, გამოფენა - „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიხსნება.ექსპოზიცია 71 წლის მანძილზე, მაგნუმის წევრი ფოტოგრაფების მიერ თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს. მათ შორის არიან: რობერტ კაპა, ანრი კარტიე ბრენსონი, კარლ დე კეიზერი, გიორგი პინხასოვი, იონას ბენდიკსენი, პაოლო პელეგრინი, თომას დვორჟაკი და მარტინ პარი.

ექსპოზიციაიწყებაფოტოებით,რომლებიცრობერტკაპამ, 1947 წელს,ჯონსტეინბეკთანერთად თბილისშიმოგზაურობისასგადაღო.სწორედამწელსდაარსდასააგენტო Magnum Photos. გამოფენასმარტინპარისმიერ 2018 წელსშექმნილინამუშევრებიასრულებს.

გამოფენაზე დამთვალიერებელი ვიდეორგოლების სახით პარიზში, „მაგნუმის“ ოფისში წიგნის მზადების პროცესსა და თბილისში ვიზიტის დროს მარტინ პართან ჩაწერილ ინტერვიუს იხილავს.

1980-იანიწლებისერთ-ერთიყველაზეწარმატებულიფოტოგრაფიდაპრესტიჟულისააგენტოს„მაგნუმის“წევრი -მარტინ პარი საქართველოს, თბილისისმერიისმოწვევით,2018 წლის ივნისში მესამედ ესტუმრა.წიგნიფოტოგრაფისთბილისშიგადაღებულიფოტოებისმიხედვითშეიქმნადა  ერთ-ერთცნობილგერმანულგამომცემლობასთან - „Prestel Publishing“-თან თანამშრომლობით,მიუნჰენშიგამოიცა. წიგნში, ასევე, შევიდა2009 წელს, თბილისში პარის მიერ  გადაღებული რამდენიმე ფოტო. წიგნის ტექსტი აკა მორჩილაძეს ეკუთვნის.

მარტინ პარმაინოვაციური სახეებისა და სოციალური ფოტოგრაფიის მიმართ განსხვავებული მიდგომის, ასევე, დიდ ბრიტანეთში და მის საზღვრებს გარეთ ფოტოგრაფიის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ნამუშევრებში დაკვირვების სიზუსტისა და განსხვავებული ფერების გამო, პარი 1980-იანი წლებიდან ყველაზე წარმატებულიფოტოგრაფების სიაში მოხვდა და სააგენტოს -Magnum Photosერთ-ერთი მთავარი წევრი გახდა.

საქართველოში ჩამოსვლამდე წიგნისა და გამოფენის პრეზენტაცია ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის 70-ესაერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, საპატიოსტუმარი ქვეყნისპავილიონისმთავარსცენაზე შედგა.

პროექტი თბილისის მერიის მიერ, თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის დირექტორი, საქართველოშიMagnum-ის წარმომადგენელი ეკა ენუქიძეა.

პროექტის პარტნიორები არიან: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.

თიბისი გალერეაში გამოფენა 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics