21:26 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-14 16:06:11, 1654 ნახვა

სამართალი
ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ა.რ. პროკურატურის  მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში  ბრალდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ს. დამნაშავედ ცნო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ   უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ს., მისი საქართველოში ყოფნის დროს 2018 წლის იანვარში,  უზბეკეთის რესპუბლიკაში მყოფ, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ხ-ს დაუკავშირდა და თითქოსდა მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების მოტივით უზრუნველყო მისი საქართველოში ჩამოყვანა.

„2018 წლის 4 თებერვალს მ.ხ.-ს  საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ  გ.ს -მ იგი  საცხოვრებლად  ქ.ბათუმში, დროებით ნაქირავებ სახლში მოათავსა, რის შემდეგ  ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი და მის მიმართ თავისუფალი გადაადგილების კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით, ფიზიკური ანგარიშსწორებით, ცემით, მუქარით და იძულებით მოახდინა მისი გადაბირება, რის შემდეგაც განახორციელა მისი პროსტიტუციაში ჩაბმა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.ს.-ს დაზარალებული, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით,  სისტემატიურად გადაჰყავდა ქ.ბათუმში და ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში და სასტუმროებში. ახორციელებდა მის სექსუალურ ექსპლუატაციას, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებულ თანხებს ისაკუთრებდა.

გამოძიების ეტაპზე, გ.ს.  გამოძიებას მიემალა. მის მიმართ 2018 წლის 3 მაისს ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა გ.ს. 2018 წლის 17 მაისს, ბრალდებულის სახით ქ.ახალქალაქში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით წარედგინა და  აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ  და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics