|
2019-02-13 21:34:52, 1207 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე: არ გვჭირდება „გაზპრომი“, რუსეთიდან არც ერთ კუბურ მეტრ გაზს არ ვღებულობთ
"ჩვენ არ გვჭირდება „გაზპრომი“, არ ვღებულობთ არც ერთ კუბურ მეტრ გაზს რუსეთიდან", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრს „გაზპრომთან“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმებისას კონფიდენციალურობაზე საუბარი არ უნდა იყოს. "თუ 185 დოლარი კარგი ფასია, რატომ არ იყიდეთ შარშან რუსეთისგან გაზი? ადასტურებთ თუ არა რომ 30 მილიონი დოლარის ზარალი განვიცადეთ ყოველწლიურად? კალაძე არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, ასაჩუქრებს გაზპრომს. თქვენ აფორმებთ ახალ ხელშეკრულებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კონფიდენციალური ჩვენ ვართ ამ შემთხვევაში მილსადენის მესაკუთრე, ჩვენზეა რუსტი დამოკიდებული, ჩვენ არაფერში აღარ გვჭირდება გაზპრომი, ჩვენ არ ვღებულობთ არც ერთ კუბურ მეტრ გაზს. ვიცით ხელშეკრულების შინაარსი არ იმალება არაფერი, 200 მილიონი კუბური გაზი გვრჩებოდა ყოველწლიურად. 200 მილიონი კუბური გაზი საქართველოსთვის და მისი რეგიონებისთვის ღირს 40 მილიონი დოლარი, 40 მილიონი დოლარი გვქონდა წინა ხელშეკრულებით საჩუქრად, ახალი ხელშეკრულებით გვაძლევენ ტრანზიტად 11 მილიონ დოლარს. ჩვენ წავაგეთ 30 მილიონი დოლარი, ლარის კურსის ცვალებადობით ეს არის დაახლოებით 60 მილიონი ლარი“, - განაცხადა გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)