|
2019-02-13 20:03:15, 1623 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრი: ნავსადგურებში გადამზიდავებსა და ტვირთმფლობელებს უნდა შევთავაზოთ მოქნილი, ეფექტური მომსახურების სისტემა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს, ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ქვეყანას აქვს რეალური შანსი მიიღოს და გადაამუშაოს დამატებითი ტვირთების ნაკადები, რისთვისაც აუცილებელია როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და ტვირთების დამუშავებასთან დაკავშირებული სერვისების განვითარება, როგორც საწარმოო, ისე საპორტო სექტორის მიმართულებით. „საქართველოს, გარდა განვითარებული ინფრასტრუქტურისა, გადამზიდავებსა და ტვირთმფლობელებს შეუძლია შესთავაზოს მოქნილი, ეფექტური მომსახურების სისტემა „ერთი ფანჯრის პრინციპი" საქართველოს ნავსადგურებში. სერვისების (როგორც კერძო, ისე საჯარო) დიჯიტალიზაცია შესაძლებლობას მოგვცემს ტვირთების დამუშავება განხორციელდეს დროის შემცირებულ მონაკვეთში", - აღნიშნა მინისტრმა. გიორგი ქობულიას განმარტებით, „ერთი ფანჯრის პრინციპი" გულისხმობს ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას, ქართული საპორტო მომსახურებების დიჯიტალიზაციას და სახელმწიფო და კერძო მომსახურებების ერთ ციფრულ სივრცეში გაერთიანებას. „გამარტივებული და ავტომატიზებული ბიზნესპროცედურები მნიშვნელოვნად დაზოგავს ადამიანურ რესურსებს და მოგვცემს საშუალებას, უმოკლეს ვადაში იქნეს მიღწეული შედეგები. პროექტი იძლევა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მიმზიდველი საზღვაო სექტორის შექმნის შესაძლებლობას“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)