|
2019-02-13 17:59:57, 1323 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ 2019 წლის ძირითადი მიზნები და პრიორიტეტები დაასახელა
გიორგი ქობულიამ ეკონომიკის ის ძირითადი პრიორიტეტული სექტორები დაასახელა, რომელთა განვითარებასაც მომავალი წლის საქმიანობის გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. მათ შორის მინისტრმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას დაასახელა ენერგეტიკა (გენერაციის ობიექტების განვითარება და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა), სატვირთო ტრანსპორტი (სატრანზიტო პოტენციალის რეალიზაცია და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება), მომსახურების სექტორი (ტურიზმის შემდგომი განვითარება და BPO), ასევე სოფლის მეურნეობა/კვების მრეწველობა (მაღალი დამატებითი ღირებულების საექსპორტო ქვესექტორების განვითარება (თხილი, კენკროვანები, ბოსტნეული, ხილი, მეთევზეობა, მესაქონლეობა), მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა წარმოების სექტორზე, სადაც ხაზი გაუსვა ისეთი პრიორიტეტული საექსპორტო სექტორების განვითარებას, როგორიცაა ტყავის, ტექსტილის, ავეჯის, ავტონაწილების წარმოება ელექტრონიკის აწყობა. „ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების მართვა, რაც გულისხმობს წიაღისეულის პოტენციალის სრული ათვისებას ნავთობის და გაზის ჩათვლით, ასევე პრიორიტეტულია ინოვაციური წარმოებები, ინტერნეტიზაცია, IT და ციფრული ტექნოლოგიები" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი ქობულია ამ წუთებში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე იმყოფება, სადაც პრეზენტაციას მართავს და დეპუტატებს ეკონომიკის სამინისტროს ხედვებს და 2019 წლის სამოქმედო გეგმას აცნობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)