12:34 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 15:34:30, 792 ნახვა

საზოგადოება
თბილისში მწვანე საფარის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მერიასა და კერძო მესაკუთრეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, თბილისის ცენტრალურ გამზირებზე კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე გამხმარი და დაავადებული ხეების მოვლა-პატრონობის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მესაკუთრეებთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად,  მხარეები  გამხმარი და დაავადებული ხეების მოვლის ღონისძიებებს ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფენ.

მერის მოადგილემ   მადლობა გადაუხადა კერძო მესაკუთრეებს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ კერძო ტერიტორიებზე  დაზიანებული მწვანე საფარის აღდგენის სამუშაოები  მათი  თანამონაწილეoბით  ჩატარდება.  მისივე თქმით, ფიტოსანიტარიული ღონისძიებები დედაქალაქის მასშტაბით ხე-მცენარეთა დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით ტარდება.

„გაფორმდა მემორანდუმი იმ კერძო მესაკუთრეებთან, რომელთა საკუთრებაში არსებული ტერიტორიები ცენტრალურ გამზირებზე მდებარეობს და სადაც ხეების დაავადებების გავრცელების ყველაზე დიდი კერები გვაქვს - გამხმარია ყველა ფიჭვი.  მათ გამოთქვეს თანხმობა, მონაწილეობა მიიღონ ცენტრალურ გამზირებზე დაავადებული ხე-მცენარეების ჩანაცვლების პროცესში. ის ფიტოსანიტარიული  ღონისძიებები, რომლებსაც ჩვენ  მიმდინარე წელს ვატარებთ, აუცილებელია იმისთვის, რომ დაავადებების გავრცელების მასშტაბი არ მოედოს მთელ თბილისს და ეკოლოგიური კატასტროფა არ მივიღოთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.  

მემორანდუმის მიზანია, დაავადებული და გამხმარი ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების, მათ ნაცვლად ახალი ნერგების დარგვისა და დაავადების გავრცელების პრევენციის გზით, თბილისში არსებული მწვანე საფარის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება.

შეხვედრას, სადაც ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ესწრებოდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics