2019-02-13 15:23:13, 1349 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი „გაზპრომთან“ ხელშეკურლებაზე - ამოსავალი წერტილია ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და უსაფრთხოება
„ამოსავალი წერტილი გახლავთ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამარტულ ბრიფინგზე „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა რუსეთის ენერგოკომპანიასთან მოლაპარაკება მოკლე დროში დასრულდება.
„დაველოდოთ მის შედეგებს. მე ვფიქრობ, რომ მოკლე ვადაში დასრულდება ეს მოლაპარაკებები. ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ საქართველომ გაიუმჯობესოს თავისი პოზიციები ხელშეკრულებაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილი გახლავთ ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება“, - აღნიშნა პრემირმა.
ავტორი: ,