|
2019-02-13 12:53:31, 1197 ნახვა
კომენტარი
ევროკავშირის ელჩი: კრიტერიუმები, რომელიც უნდა შემუშავდეს მოსამართლეთა არჩევის პროცესში უნდა იყოს სანდო
ევროკავშირი სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. როგორც ჰარცელმა აღნიშნა, მოსამართლეების კრიტერიუმების შერჩევის პროცესი გამჭირვალე უნდა იყოს, რადგან არ დარჩეს რაიმე კითხვის ნიშნები. ელჩი ეკა ბესელიას ინიციატივაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის სრულიად გასაგებია, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი. "ევროკავშირი სხვა ორგანიზაციებთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით სასამართლო რეფორმას. მიგვაჩნია, რომ ის წესები და კრიტერიუმები, რომელიც უნდა შემუშავდეს მოსამართლეთა არჩევის პროცესში უნდა იყოს გამჭირვალე და სანდო. ეს აუცილებელია ქართული მართლმსაჯულებისთვის იმისათვის, რომ მართლმსაჯულების მიმართ არსებობდეს ნდობა არამხოლოდ საქართველოს მხრიდან, არამედ უცხოელი ინვესტორების მხრიდანაც. რაც შეეხება ეკა ბესელიას ინიციატივას, ჩემთვის გასაგებია რატომ წარადგინა მან ეს ინიციატივა. თუმცა მე არ ვარ უფლებამოსილი რომ ეს შევაფასო. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა შეფასდეს და გადაწყდეს ადგილობრივი კანონმდებლობისა და კონსტიტუციის შესაბამისად“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)