|
2019-02-11 11:00:53, 1190 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: არის ერთგვარი „ქარიშხალი ჭიქაში“, არაფერი არ ხდება ცუდი, ყველაფერი კარგად წარიმართება
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც კობახიძემ განმარტა, მუშაობა მინიმუმ 4 თვე გაგრძელდება და ეს ჯანსაღი პროცესია. "ჩვენ ვხედავთ, რომ არის ერთგვარი „ქარიშხალი ჭიქაში“, არაფერი არ ხდება ცუდი, პირიქით, ყველაფერი წარიმართება კარგად. ვმუშაობთ პროცედურაზე, კრიტერიუმებზე - ეს კანონპროექტი და ინიციატორი სუბიექტები არ არის გუნდის ასე დაყოფის საფუძველი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სასამართლოსთან დაკავშირებით უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი პოზიცია, რომელიც ესაჭიროება ქვეყანას და ეს პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს სუბიექტური ინტერესების გარეშე, ეს არის მთავარი, ამაზე ვიმუშავებთ მომდევნო თვეების განმავლობაში, როგორც მოგეხსენებათ ჯერ გვაქვს მისაღები კანონი, რომლის მიღებასაც დასჭირდება მინიმუმ ერთი და შეიძლება ორი თვეც, ამის შემდეგ თვითონ კანდიდატების წარდგენასა და მათ განხილვას დასჭირდება ორი თვე, ანუ საუბარია ოთხთვიან ჯანსაღ პროცესზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)