|
2019-02-08 12:45:15, 1395 ნახვა
პოლიტიკა
აბესაძე - ია კერზაიას საქმეზე შეკითხვებს საბოლოო პასუხი შალვა თადუმაძემ უნდა გასცეს
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძეს თქმით, ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმეში არსებულ შეკითხებს პასუხი ახლა პლიტიკურმა სპექტრმა კი არაა, არამედ მთავარმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ უნდა გასცეს. როგორც მან დღეს გამართულ საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა აღნიშნა, დადასტურდა რომ ია კერზაიას წინააღმდეგ განხორციელდა პოლიტიკურად მოტოვირებული სადამსჯელო ოპერაცია. „მინდა მოკლედ შევაფასო გუშინ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში გამართული დებატები და ნომერი პირველი შეკითხვა, რომლესაც გუშინ პასუხი უნდა გაცემოდა, იყო თუ არა პოლიტიკური დაკვეთა და კოორდინირებული მოქმედება სახელმწიფო სტრუქტურების ია კერზაიას თანამდებობიდან ჩამოშორების მიზნით, პოლიტკური ნიშნით და იმ მოტივით, რომ ის არ მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ პოლიტიკურ აგიტაციაში, მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში. რა თქმა უნდა, ეს ცალსახად დადასტურდა მინისტრის არაერთი განცხადებით, რომ თითქოს სამარცხვნო შინაარსის ანონიმურ წერილებზე რეაგირება დამკვიდრებული პრაქტიკაა განათლების სამინისტროსი და ეს ნამდილად შეიძლება იყოს თქვენი სამინისტროსი და თქვენი ხელისუფლების ხელწერა და გასაკვირი არ არის, მაგრამ ესეც ადასტურებს პოლიტიკურ განზრახვას ქალბატონ ია კერზაიას თანანმდებობიდან გათავისუფლების და დადასტურდა, რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგების ძალიან ტრადიციული გამოსვლებით, როდესაც ისინი პრობლემის შინაარსზე კი არ მსჯელობდნენ, როდესაც ისინი პრობლემის არსებობას კი არ ადასტურებდნენ ან უარყოფდნენ არამედ საუბრობდნენ, 9 წლის უკან, 9 წლის განმავლობაში რა ხდებოდა თურმე და ხდებოდა თუ არა სკოლის დირექტორებზე ზეწოლა. არ შველის ეს არგუმენტი. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ გარდაცვლილი სკოლის დირექტორზე, წარმოუდგენელია თქვენ თავი გაიმართლოთ და სახე ჩამოიბანოთ დღეს მოქმედი სკოლის დირექტორების დავალებით მოყვანით და მათთვის წინასწარ მიცემული ტექსტების გახმოვანებით. ამიტომ როდესაც დადასტურებულია, რომ ქალბატონი იას წინააღმდეგ განხორციელდა პოლიტიკურად მოტოვირებული სადამსჯელო ოპერაცია, ახლა რა თქმა უნდა, შეკითხვები პოლიტიკური ჯგუფის მიმართ აღარ არსებობს და ამას საზოგოდოება შეაფასებს, ახლა არის მთავარი მოთხოვნა, მთავარი პროკურორის მიმართ და ბატონმა შალვა თადუმაძემ უნდა შეძლოს, რაც შეიძლება მოკლე დროში გასცეს კითხვებზე პასუხი, სავარაუდო დანაშაულებრივი მოტივის შესახებ“, - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)