13:10 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-08 10:46:32, 1176 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე მელიას: ხელს ისე მოგკიდებ, რომ ვეღარ გამაშვებინონ

პარლამენტში, განათლების კომიტეტის სხდომა, სადაც ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საკითხს განიხილავდნენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ერთმანეთს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე დაუპირისპირდნენ.

„ისტორიული კანონზომიერება შემდეგ რამეს გვკარნახობს, რომ ადრე თუ გვიან, ია კერზაიას ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, მაჩალიკაშვილის ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, სარალიძის ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, ისევე როგორც გირგვლიანმა გაიმარჯვა. მინისტრმა ეს იცოდა, იმიტომ რომ ზარი მიიღო გახარიასგან“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

მის ამ განცხადებას თალაკვაძე გამოეხმაურა  და აღნიშნა, რომ წერილი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, ანონიმური არ იყო და ეს მათგან სპეკულაციაა.

შემდეგ კი მელიას რეპლიკას, რომ ხელს მოჰკიდებდა და რუსთაველზე მამების კარავში შეიყვანდა ასე უპასუხა:

„ხელს ისე მოგკიდებ, რომ არ ვიცი რა, შეიძლება ვეღარ გამაშვებინო… რა კარავში შემიყვან?! მე მეუბნები?! მეც მოგკიდებ ხელს და ისეთ კარვებში შეგიყვან, რომ რა ვიცი, შეიძლება შეგეშინდეს“, - მიმართა თალაკვაძემ მელიას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics