04:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-07 18:23:53, 1408 ნახვა

კომენტარი
განათლების მინისტრი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი წლიდან უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს განცხადებით, უფასო ფაკულტეტების სისტემა გაუქმდება. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელზე მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად მუშაობენ. 

„მინდა გითხრათ, რომ უფასო დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემი არ არის, არანაირ შედეგზე არ არის ორიენტირებული.  მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ, რაზე უნდა იყოს ეს დაფუძნებული. ინტენსიურად მიდიოდა კვლევა და მსოფლიო ბანკი უკვე ასრულებს მუშაობას ამაზე, მაგრამ პირდაპირ რაც შეგვიძლია ვთქვათ, მომავალ წელს გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს და პირდაპირ გადავიდეთ ახალ მოდელზე . რჩება ვაუჩერული სისტემა, რომელიც სტუდენტს მიჰყვება პირდაპირ, მაგრამ მეორე მოდელი, რესურსი, რომელიც მიედინებოდა  უნიერსიტეტებში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით, ეს გადანაწილდება იმ შეფასებით მაჩვენებლებზე, რის მიხედვით უნდა მოხდეს უნივესიტეტების სტიმულირება. ეს გამოსასწორებელი იყო და ერთ თვეში დავასრულებთ ამაზე მუშაობას", - განაცხადა მინისტრმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics