00:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-07 13:02:46, 1603 ნახვა

კომენტარი
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი: ვნანობ ჩემს საქციელს - კინკლაობას უნდა მოვრჩეთ

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგე გეგეშიძის განცხადებით, პრობლემები რომელიც ფედერაციაში არსებობს, პრეზიდიუმის სხდომაზე იქნება განხილული.

როგორც გეგეშიძემ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან  მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სპორტის სასახლეში მომხდარ ამბავს ნანობს. 

„რა თქმა უნდა ვნანობ. ეს არ არის კარგი. მოჰყვა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გამოხმაურება. არც ჩემი საქციელია კარგი, არც სპორტსმენის, მაგრამ ნუ ზოგადად უნდა გამოვასწორო მთავარი ეს არის. სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში იმიტომ, რომ ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვების წელია და რა თქმა უნდა ეს აისახება ჩვენს ფედერაციაზე. რაც მეტ ლიცენზიას მოვიპოვებთ, უფრო მეტი ადამიანი წარდგება ოლიმპიადაზე. ასე რომ უნდა მოვრჩეთ კინკლაობას“, - განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics