|
2019-02-07 10:21:47, 1240 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: მოსამართლეთა კლანს ზურგს ბიძინა ივანიშვილი უმაგრებს
მოსამართლეთა კლანს ზურგს უმაგრებს ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. დეპუტატის თქმით, პარტიის წევრებმა, რომლებიც მოსამართლეების საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს ხმა უნდა აიმაღლონ და სიმართლე თქვან. "ეს არ არის ე.წ. ”მურუსიძე-ჩინჩალაძის” კლანი, ესაა ივანიშვილის კლანი სასამართლო სისტემაში. ივანიშვილის გარეშე არა თუ სამუდამო თანამდებობებზე მოჯდომის პრეტენზია ექნებოდათ ამ პირებს, არამედ იმის დარდებში იქნებოდნენ, არ მოხვედრილიყვნენ განსასჯელის სკამზე. მათი ყოველი გამოჩენა ეკრანზე არის შეგულიანებულ და დაიმედებულ ყეყეჩთა თვითლუსტრაცია. რაც შეიძლება ხშირად უნდა ვაჩვენოთ ისინი ხალხს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)