09:50 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-06 16:55:12, 1277 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ შესაბამის სამსახურს ტურიზმის განვითარების მიმართულებით, მუშაობის გააქტიურება დაავალა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, ანდრია ბასილაიას დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, მუშაობის გააქტიურება დაავალა. 

კახა კალაძის თქმით, აღნიშნულმა სამსახურმა ყველა შესაბამისი პლატფორმა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ თბილისის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქალაქის პოპულარობაგაიზარდოს.

„მე მქონდა პრემიერთან საუბარი, რომ თბილისის სხვადასხვა პლატფორმაზე პოზიციონირება უნდა მოხდეს, რათა ტურისტებს ავუხსნათ, რამდენად მიმზიდველი და საინტერესოა ჩვენი ქალაქი. მინდა, დავავალო ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, ანდრია ბასილაიას - სამსახურმა გააქტიუროს მუშაობა ამ მიმართულებით და ყველა რესურსი გამოიყენოს იმისთვის, რომ ტურიზმის მიმართულებით, ჩვენი დედაქალაქის  მაქსიმალური პოზიციონირება მოხდეს. ვაჩვენოთ მსოფლიოს, რამდენად ლამაზია ჩვენი ქალაქი და რამდენად მდიდარია მისი კულტურა, რომლითაც თითოეული ჩვენგანივამაყობთ. გვაქვს ბევრი ღირსშესანიშნაობა, სტუმარ-მასპინძლობა, რომელთა პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად უნდა ვიაქტიუროთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი წარმოდგენილი იყოს, როგორც საუკეთესო დედაქალაქი,  რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს და მეტი დრო გაატარონ აქ.  ტურიზმიდან შემოსული თანხით კი,მოგვეცემაშესაძლებლობა, სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები დავაფინანსოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics