|
2019-02-06 11:43:00, 1396 ნახვა
კომენტარი
გოგიჩაიშვილი „ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე: ყველაფერს ხაზი გადავუსვათ, რომ მურუსიძე გახდეს მოსამართლე ?!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული განცხადება, ყველანაირ ფასეულობებს აცდენილია. როგორც გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, სხდომაზე ძალიან ბევრი საკითხი არის განსახილველი, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაც. „განცხადება რომელიც გუშინ პოლიტსაბჭომ გაავრცელა არის აცდენა იმ ფასეულობებთან რა ფასეულობების გამოც ასი ათასობით ადამიანმა დაუჭირა მხარი “ქართულ ოცნებას“. უნდა გასცეს პასუხი რას ნიშნავს განცხადება „ადრე ცუდად იქცეოდნენ და ახლა კარგად იქცევიან“ და მოდი ამ ადამიანებს ჩავაბაროთ უვადოდ სასამართლო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და ყველა საკითხზეა სასაუბრო. დაბნეულია ბევრი ადამიანი, რასთან გვაქვს საქმე რას ნიშნავს, რომ ადრე გვრიტიშვილი ცუდი იყო და ახლა კარგი გახდა. ანუ დავივიწყოთ რამდენი ადამიანი გააუბედურეს. ესე ყველაფერს ხაზი გადავუსვათ, რომ მურუსიძე გახდეს მოსამართლე?!“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭომ, გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც სასამართლო სისტემის გაჯანსაღების კუთხით გატარებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების შესახებ არის საუბარი. ამასთან, პოლიტსაბჭოს წევრები ყველა პოლიტიკურ ძალას და საზოგადოებრივ გაერთიანებას მოუწოდებს, არაჯანსაღ პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ ჩაერთონ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)