|
2019-02-05 18:32:34, 1446 ნახვა
კომენტარი
ბესელია: სტუმარი მასპინძელს რომ ეტყვის მიბრძანდიო, მგონი ანომალიასთან გვაქვს საქმე
"ვგავართ ახლა ჩვენ იმ ადამიანებს, რომ ვინმემ თითი დაგვიქნიოს და დაგვტუქსოს?", - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტების კითხვას პარტიიდან მის შესაძლო გარიცხვასთან დაკავშირებით. ამასთან, ბესელიამ აღნიშნა, რომ ახლა წასვლის დრო არ არის. "ვგავართ ახლა ჩვენ იმ ადამიანებს, ზრდასრული ადამიანები ვართ, რომ ვინმემ თითი დაგვიქნიოს და დაგვტუქსოს? არა მგონია, რომ ასეთ შთაბეჭდილებას რომელიმე ჩვენგანი ტოვებდეს. ყველას მინდა, ვუთხრა, რომ ამ მშობლის როლიდან გამოვიდეს. თქვენ მოისმინეთ კომენტარები, თავად გააკეთეთ შეფასება. ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც მე მგონია, რომ ესეც მშობლის როლია. არ გვინდა ამ როლიდან ლაპარაკი, მეგობრებო, ერთმანეთს ველაპარაკოთ ზრდასრულის პოზიციიდან. მე არ ვარ სტუმრად არსად მისული. უკაცრავად, მაგრამ მე დავხვდი იმ ხალხს, ვინც მოვიდა. სტუმარს შეიძლება, უთხრა, თუ ვერ ხვდება, მიბრძანდიო, მაგრამ სტუმარი მასპინძელს რომ ეტყვის - მიბრძანდიო, მგონი, ცოტა ანომალიასთან გვაქვს საქმე. თუ მასპინძელი გადაწყვეტს, რომ წავიდეს, გადაწყვიტოს თვითონ. ასე რომ, არ ველაპარაკოთ ასეთ ტონალობაში ერთმანეთს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)