|
2019-02-05 15:57:00, 1146 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი: დანაშაულის ზრდა გაუმჯობესებული აღრიცხვიანობითაა განპირობებული
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არის გარკვეული კატეგორია დანაშაულების - ხულიგნობა, ცივი იარაღის ტარება, გამოძალვა, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა, სადაც ციფრებში ზრდა შეინიშნება. მეზვრიშვილის თქმით, ძირითადად სტატისტიკური ზრდა განპირობებულია გაუმჯობესებული აღრიცხვიანობით, თუმცა არსებობს ისეთი მიმართულებები, რომლებიც სახელმწიფო უწყებების ერთობლივ მუშაობას მოითხოვს. „ქურდობასთან მიმართებით ისევე როგორც, მუქარასთან, იძულებასთან მიმართებით, ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებასთან მიმართებით, ზრდა განპირობებულია აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით. თუმცა, არის გარკვეული კატეგორია დანაშაულების მაგ; ხულიგნობა, ცივი იარაღის ტარება, გამოძალვა, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა - სადაც ციფრებში ზრდა შეინიშნება და ეს რეალურად დღეს არის არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოწვევა, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევა. ჩვენ 2018 წელს ამ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგით, არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ საკანონმდებლო თვალსაზრისით. კანონმდებლობა გავამკაცრეთ, მთელი რიგი ქმედებების კრიმინალიზაცია მოვახდინეთ. ამ პრობლემას ჩვენ ვებრძვით არა მარტო ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით (მაგალითად, ორი დღის წინ მთავრობის სხდომაზე წარვადგინეთ საკანონმდებლო ინიციატივა რომლითაც ქუჩური გარჩევების კრიმინალიზებას ვახდენთ), არამედ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება, რომლის გასატარებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, თავისი მანდატის ფარგლებში და რომელიც სამინისტროსთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემის ერთიან ჯაჭვში ვინც ერთიანდება: სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო, სასჯელაღსრულების სიტემა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავატაროთ. კრიმინალური ბუნების მქონე დანაშაულები არის გამოწვევა, ე.წ. „ქუჩურ მენტალიტეტთან“ დაკავშირებული დანაშაულები, რასაც აღიარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2018-ში ამ პრობლემის მოსაგვარებლად გადავდგით ნაბიჯები და 2019-შიც საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)